ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე ითხოვენ სრული ემბარგოს დაწესებას.
ევროპარლამენტმა გამოხატა აღშფოთება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სამხედრო დანაშაულების ჩამდენნი უნდა დაისაჯონ და გაეროს მოუწოდეს შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე.
რეზოლუციას მხარი 513-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 22.
ამასთან ევროპარლამენტის დეპუტატები ითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაცია გარიცხონ G20-დან და სხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის გაეროდან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, იუნესკოდან.
იმისთვის, რომ სანქციები უფრო ეფექტური იყოს, ევროპარლამენტი მოუწოდებს, რომ ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან გარიცხონ, ყველა გემს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან აეკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებში და პორტებში შესვლა. ასევე აიკრძალოს სატრანსპორტო გადაზიდვები რუსეთიდან ბელორუსში.
ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე ითხოვენ ყველა „აქტივის დაპატიმრებას“ რომელიც ეკუთვნით რუს ოლიგარქებსა და მაღალჩინოსნებს, რომლებიც კავშირში არიან პუტინის რეჟიმთან. ასევე უნდა დაყადაღდეს აქტივები ბელორუსში, რომელიც ლუკაშნკოს რეჟიმთანაა დაკავშირებული.
ამასთან, რეზოლუციაში ნათქვმია, რომ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს ისეთივე მკაცრი, როგორც რუსეთთან მიმართებით, იმიტომ რომ ვერ გამონახოს პუტინმა „ხვრელები“ და გამოიყენოს ლუკაშენკოს დახმარება სანქციებისაგან თავის არიდების მიზნით.
ევროპარლამენტი აცხადებს, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, იმითვის, რომ ქვეყანამ თავდაცვა ეფექტურად შეძლოს.
ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ შემდგომ თავდაცვის დახმარებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურად მიეწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ერთობლივად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.
ხუთშაბათს დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში რუსი სამხედროების სისასტიკე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დამნაშავეები გამოვლენილი და პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი.
5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა